Walls Development

ვოლსი საბურთალო

პრემიუმ კლასის პროექტი „ვოლსი საბურთალო“, მდებარეობს  ქალაქის ცენტრში. 
მშენებლობა მიმდინარეობს უმაღლესი  ხარისხის სამშენებლო მასალებით  და მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი სტილით და მოსახერხებელი გეგმარებით გამორჩეუულ ბინებს.
ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობაში.

ბაკურიანი

პროექტი გამოირჩევა უნიკალური ადგილმდებარეობით, განსაკუთრებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით, რომელსაც ჯანმრთელობისთვის უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.
გაზაფხული, ფიჭვის ყვავილობიდან გამომდინარე, სამკურნალო პერიოდია.
შემოდგომაზე ბუნებას არაჩვეულებრივი ფერთა გამა ამშვენებს.
კოხტასა და მიტარბის მდებარეობა ზამთარში სამთო სპორტის მოყვარულთათვის ნებისმიერ ამინდში იდეალურია.
ზაფხული მშვენიერია ჰარმონიული შვებულების გასატარებლად.
პროექტის უმაღლესი სტანდარტის და ორივე ლოკაციის ბუნებრივი სიმდიდრის გამო კურორტი მიმზიდველია საოჯახო დასვენების მსურველთათვის, ახალგაზრდა ოჯახებისთვის, სპორტული აქტივობის მოყვარულთათვის, ტურისტებისა და მათთვის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს ბუნების მშვენიერებას, უნიკალური და სამკურნალო ხემცენარეების გარემოს, ჯანსაღ ჰაერსა და ხმაურიანი ქალაქისგან განტვირთვას ეძებს.

მწვანე მუხები ლისზე

 „მწვანე მუხები ლისი“ არის ახალი პრესტიჟული საცხოვრებელი სივრცე ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო გარემოში. კომპლექსი განლაგებულია ადამიანისთვის საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ, ზღვის დონიდან 900-1,000 მეტრის სიმაღლეზე საიდანაც იშლება თვალწარმტაცი 360° პანორამული ხედები კავკასიონსა და თბილისზე. ლისის ტბიდან 5 კილომეტრში, თბილისის ცენტრალური უბნებიდან მხოლოდ 15-20 წუთის სავალზე, სივრცეს გარს აკრავს მრავალწლოვანი წიწვოვანი და შერეული ტყე.


 „მწვანე მუხები ლისი“-ს პროექტი მოიცავს დაცულ და გამწვანებულ საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის 70% შეადგენს მწვანე საფარს. ტერიტორია დაყოფილია I ბლოკი 44 იზოლირებულ ხოლო II ბლოკი 64 მიწის ნაკვეთად ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის, საკუთარი ეზოსა და პარკინგის სივრცით. 
ასევე გათვალისწინებულია სკვერის, საბავშვო გასართობი მოედნის, სტადიონისა და საფეხმავლო გზის მოწყობა რაც მაცხოვრებელთა ჯანსაღი ცხოვრების წესს შეუწყობს ხელს. 


 „მწვანე მუხები ლისი“-ს პროქტის მიზანია, ოჯახებს შევუქმნათ ახალი ცხოვრების სტილი, მეგობრული, ჯანსაღი, დაცული და პრესტიჟული გარემო, რაც აუცილებლად იქნება სულიერი სიმშვიდისა და ჯანმრთელობის გარანტი !